რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un Design Award ოქროს პრიზი მოიპოვა

რაჭის განახლებული მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის პროექტმა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და StudioMilou-ს (საფრანგეთი-სინგაპური) თანამშრომლობით შეიქმნა, საერთაშორისო დიზაინის კონკურსზე The un Design Award (ვაშინგტონი, ) ოქროს პრიზი მოიპოვა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერებმა, ონის მუზეუმის თანამშრომლების ჩართულობით, შეიმუშავეს გამოფენის სამეცნიერო კონცეფცია. ხოლო StudioMilou-მ ამ ხედვას დიზაინის ინოვაციური გადაწყვეტა მისცა.
„გამოფენა ქალაქ ონში, მუზეუმის ახალაშენებულ შენობაში განთავსდება. პირველი ფაზის წარმატებით დასრულებისა და საერთაშორისო აღიარების მოპოვების შემდეგ, გამოფენის პროექტი ახალ ეტაპზე გადადის – ექსპოზიციის ინსტალაცია უახლოეს მომავალში განხორციელდება. გამოფენა დამთვალიერებელს გააცნობს და ახლებურად მოუთხრობს რაჭის რეგიონის მდიდარი ბუნების, ისტორიისა და კულტურის შესახებ.
პროექტის განხორციელების შედეგად, რაჭის მუზეუმი გარდაიქმნება რეგიონში უმთავრეს და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცედ. შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი.
რაჭის მუზეუმის გამოფენის პროექტის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანი წარმატებაა საქართველოს კულტურული და სამუზეუმო სივრცისთვის და, ამასთანავე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმების როლის მზარდ მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს