,, საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო” – დაჩი ცაგურია –

,, საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო” – დაჩი ცაგურია
თეა წულუკიანის კომოსიაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ განაცხადა:
„საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმალამოღებული წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ დროს. მოვიდა და მაშინვე აგდებული დამოკიდებულებით, აბა ერთი სად ხარ დამენახეო, მაშინვე ვუთხარი რა გინდა, რატომ მოხვედი-მეთქი. მეო ხო იციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარო. ხო და ხომ ხედავ ნაცემი, ნაწამები ამ მდგომარეობაში ვარ და ხომ ხარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხო და გაყენებ საქმის კურსში, რომ მიხვიდე და მოახსენო შენს პარლამენტს და შენი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულო, მოვუყევი ყველაფერი რაც ხდება-თქო. მიყურებს მიყურებს და იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, დიახაც საცემი იყავიო, ახალაიაზე შენ ხმას როგორ იღებო, ქვეყნის პატრიოტებზე, მიშაზე ხმას როგორ იღებ, მიშა რომ არ ყოფილიყო ქვეყანა აღარ გვექნებოდაო და რაღაც სისულელეები. გავოგნდი და ვკითხე ხომ არ მეშლება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხომ ხარ-თქო. მოდიხარ და ნაცემ პატიმარს მეუბნები, რომ ღირსი ვიყავი-თქო და კიო, ღირსი იყავიო. თავზე დავახურე, გავეცი პასუხი, ვინც და რაც იყო, მაგრამ მასთან დისკუსია აღარ მინდოდა. ვუთხარი შემიყვანეთ კამერაში აღარ მინდ ამასთან ლაპარაკი-მეთქი“

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით