ზურა ხაჩიძემ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის მოადგილის პოსტი დატოვა

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ ზურა ხაჩიძემ თანამდებობა დატოვა.
ამ პოზიციაზე ის აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ ჩაანაცვლა, რომელიც მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა .
სამცხე–ჯავახეთში ახალი რწმუნებული, ზაალ გელაშვილი მიმდინარე წლის 6 მაისს დაინიშნა.
„სამხრეთის კარიბჭემ“ მხარის ადმინისტრაციის და რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ფეისბუკ გვერდები შეისწავლა და დაასკვნა, რომ 2023 წლიდან 2025 წლის 10 მაისის ჩათვლით ზურაბ ხაჩიძე ფაქტობრივად არ დასწრებია არცერთ შეხვედრას, რომელიც რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში იმართებოდა.
ცოტა ხნის წინ ხაჩიძემ ყურადღება მიიქცია პეტერბურგში მოგზაურობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს