2023, საქართველო

იანვარი
ახალი თავმჯდომარე ენმ-ში
2023 წელი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის რიგგარეშე არჩევნებით დაიწყო. პარტიაში ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას უმოქმედობასა და პასიურ პოლიტიკაში ადანაშაულებდნენ, განსაკუთრებით კი ყურადღებას ექსპრეზიდენტ ს კვლავ პატიმრობაში ყოფნაზე ამახვილებდნენ. არჩევნებში მონაწილეობა ოთხმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, მ და ნონა მამულაშვილმა მიიღო. ნიკა მელია პროცესს პარტიის ყოფილი ლიდერებისა და ექსმინისტრების, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ დაგეგმილს უწოდებდა. ხმების 52.58%-ის მიღებით ენმ-ს თავმჯდომარე გახდა.
ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ პარტიაში პოზიციები გაიყო, წევრების ნაწილმა დატოვა მოქმედი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. სხვა არაერთ წევრთან ერთად მაისში პარტია დატოვა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ. ერთწლიანი შეუთანხმებლობის შემდეგ წლის ბოლოს ენმ ოფიციალურად დატოვა თავად ნიკა მელიამაც და თქვა, რომ ახალ პარტიას აფუძნებს. პარალელურად პარტიაში კვლავ გაყოფილია პოზიციები ხაბეიშვილის მხარდაჭერის შესახებ, რიგ ქალაქებში წევრები და საკრებულოს დეპუტატები პარტიას ტოვებენ.
თებერვალი – მარტი
გელათის ტაძარი
თებერვალში საქართველოს საპატრიარქომ გელათის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გააკრიტიკა კულტურის სამინისტრო და განაცხადა, რომ ამჟამინდელი კრიზისი 2015-19 წლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგია. საპატრიარქო ხაზს უსვამდა, რომ მაშინ ტაძარი არასწორი მეთოდოლოგიითა და უხარისხო მასალით გადახურეს, რასაც შემდეგში შენობაში წყლის ჩადინება მოჰყვა. განცხადებაში მკაფიოდ ეწერა, რომ საპატრიარქოსთვის გაუგებარია “კულტურის სამინისტროს მხრიდან დღეს მომუშავე საკონსერვაციო ჯგუფის ადვოკატირება”. 25 თებერვალს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებდა. კულტურის სამინისტრო კი იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც გელათის რეაბილიტაციისთვის თავად უნდა დაეხარჯა, სწორედ საქართველოს საპატრიარქოს გადასცემდა. 10 ნოემბერს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ექსპერტების თქმით გელათში დაზიანებების პროცესი კვლავ აქტიურია, ზოგიერთ შემთხვევაში კი მდგომარეობა კრიტიკულია.
საქართველოს კალათბურთის ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა
2023 წელს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა. ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 23 თებერვალს ნიდერლანდები ანგარიშით 88:80 დაამარცხა, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 77:80 დამარცხდა.
რუსული კანონი და ქართული პროტესტი
თებერვალში ქართულ ოცნებას ფორმალურად გამოყოფილი დეპუტატების მიერ შექმნილმა ხალხის ძალამ პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი დააინიცირეს. რა თქმა უნდა, კანონპროექტის მიღებას მხარს უჭერდა თავად ქართული ოცნებაც. მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა კანონის მიზნად, მისი რუსული ანალოგის მსგავსად, ფინანსურად დამოუკიდებელი და კრიტიკული ძალების ანტიეროვნულად მონათვლა და კრიტიკის ჩახშობის იარაღად გამოყენებას მიიჩნიეს – იქნებოდა ეს მედიაში, ორგანიზაციებში, პარტიებსა და ფიზიკურ პირებში.
7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო – გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს. რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ 10 მარტს პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო. 7-8 მარტის აქციებზე პოლიციამ 133 პროტესტანტი დააკავა, აქციის მონაწილეების ნაწილმა სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება მიიღო.
ლაზარე გრიოგრიადისის დაკავება
პოლიციამ აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე, ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ მანქანას. ქართული ოცნების ლიდერები გრიგორიადისზე საუბრისას ამბობდნენ, რომ “ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვს” და “გზას აცდენილი კაცია”. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი გრიგორიადისს “ანარქისტი” უწოდა.
25 სექტემბერს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი გრძელდება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე. პარალელურად მოქალაქეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისკენ მოუწოდებენ, თუმცა პრეზიდენტი ამბობს, რომ “ვისაც შევიწყალებ, ნახავთ, როცა იქნება შეწყალება”.
აპრილი
-მ ქართული სასამართლო კლანი დაასანქცირა
აპრილში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა “მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო” თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქციები დაუწესდათ მათი ოჯახის წევრებსაც. როგორც აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განმარტა, სანქცირებული პირები ხელს უშლიდნენ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. სანქციების დაწესების შემდეგ ქართული ოცნების სატელიტმა პარტია ხალხის ძალამ ანტიდასავლური რიტორიკა გააძლიერა, ხოლო თავად ხელისუფლების წარმომადგენლები სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელს უწოდებდნენ, მტკიცებულებებსა და სანქციების მოხსნას ითხოვდნენ.
დედების ბრძოლა აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებისთვის
2023 წლის აპრილ-მაისში აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 19 დღის განმავლობაში აქციებს მართავდნენ და ღამეებს ათენებდნენ. ისინი მათი შვილებისთვის პრეპარატის Vosoritide-ს (რომელიც იყიდება ბრენდის სახელით Voxzogo) საქართველოში შემოტანასა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებას ითხოვდნენ. მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხის მისაღებად და პროცესის დასაწყებად არაერთი მასშტაბური აქცია და მსვლელობა გამართეს. ისინი მუდმივად ამბობდნენ, რომ მთავრობის წარმომადგენლები მათ საკმარის ყურადღებას არ აქცევდნენ და პროცესს აჭიანურებდნენ.
5 მაისს აქციები შეწყდა და მშობლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ივლისში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა. ნოემბერში წამალი, რომელიც აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვებს სიმაღლეში ზრდაში უნდა დაეხმაროს, საქართველოში ჩამოვიდა და პაციენტებმა მისი მიღება დაიწეს.
გამოძიება დავით კეზერაშვილის სავარაუდო თაღლითობაზე
აპრილში BBC-მ გამოაქვეყნა გამოძიება, რომელიც ეხებოდა თაღლითების საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც ქოლ-ცენტრებს იყენებს და მოქალაქეებისგან უკანონოდ დანაზოგებს იპარავდა. გამოძიების ბრალდებით, ამ სქემის უკან დგას საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი, დავით კეზერაშვილი. BBC წერდა, რომ კეზერაშვილის კვალს ლონდონში, 18 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების სახლამდე გაჰყვნენ, თუმცა გამოძიების გამოქვეყნებამდე მან კომენტარზე უარი თქვა. დავით კეზერაშვილმა გავრცელებულ ინფორმაცია უარყო და BBC-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. კეზერაშვილმა მაისში ფორმულას საკონტროლო პაკეტი დათმო, თუმცა ის კვლავ ფლობს მეწილეებს შორის ყველაზე დიდ პაკეტს.
მაისი
ღარიბაშვილისა და ორბანის მეგობრობა
მაისში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში პოპულისტი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მიწვევით კონსერვატორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ღარიბაშვილმა მსოფლიოს გასაგონად თქვა, რამდენად “დიდი ბოროტება შეიძლება იყოს განახლება”, რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის “LGBT პროპაგანდა ოჯახსა და ტრადიციებს”. ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიების (PES) გაერთიანებამ, რომელიც ევროპისა და ევროპარლამენტის ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანებაა და რომლის წევრიც ქართული ოცნება 8 წლის განმავლობაში იყო. კრიტიკის შემდეგ ქართულმა ოცნებამ გაერთიანება დატოვა.
ოქტომბერში ღარიბაშვილმა ორბანს პირადად უმასპინძლა და უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობების ახალ, სტრატეგიულ ეტაპზე გადასვლა გამოაცხადა. ბოლო წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა და ორბანმა არაერთი ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე და პოპულისტური გზავნილი და ტრიბუნა გაიზიარეს. ორბანმა საკუთარ თავს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების “ყველაზე ერთგული მხარდამჭერიც” არაერთხელ უწოდა და მუდმივად იმეორებდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატობის “უსამართლოდ” არმინიჭებამ “ძალიან გააბრაზა”. წყაროების ცნობით, ორბანი ევროპული საბჭოს ლიდერებს მთელი წლის განმავლობაში უმეორებდა, რომ თუ კანდიდატის სტატუსს საქართველოსაც არ მიანიჭებდნენ, უნგრეთი მხარს არც უკრაინის წინსვლას დაუჭერდა. საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა ასე თუ ისე მართლაც შედის ვიქტორ ორბანის გეგმაში და ჩვენი ადგილი მისი პოლიტიკური შანტაჟის ბადეშიც მოიძებნება, თუმცა აქ უფრო მნიშვნელოვანი კითხვაა, თუ რა მოტივი აქვს ამ მხარდაჭერას და რამდენად სასარგებლოა ის საქართველოს მომავლისთვის.
სერგეი ლავროვის ოჯახის ქორწილი საქართველოში
მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარელში ს საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებდა, რომელსაც ესწრებოდა თავად სერგეი ლავროვის შვილიც. მოქალაქეებმა სასტუმროსთან აქცია გამართეს, პოლიციამ 20-მდე აქტივისტი, მათ შორის პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავა. ქართული ოცნების ლიდერებმა აქციის მონაწილეებს “ქსენოფობები” უწოდეს და კვლავ გაიმეორეს, რომ მთელი დასავლეთისგან განსხვავებით, ისინი რუსეთს სანქციებს არ უწესებენ, მათ შორის ამაში იგულისხმება პერსონალური სანქციებიც.
რუსეთთან პირდაპირი ფრენები აღდგა
10 მაისს რუსეთმა პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა, აღდგა პირდაპირი ფრენებიც. პუტინის გადაწყვეტილებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოეხსნა და 2019 წლის განკარგულება ძალადაკარგულად გამოცხადდა. 27 მაისს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ დააყენა ფრენების განახლების საკითხი. პუტინის გადაწყვეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ ქართული ოცნების ლიდერებიც და ამტკიცებდნენ, რომ “ფრენებზე უარი დე ფაქტო სანქციები იქნებოდა რუსეთის მიმართ”.
იმის ფონზე, როცა რუსეთთან ფრენები დასავლეთის ყველა ქვეყანამ აკრძალა, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ელჩთან ერთად, ბლოკის წევრი 27 ქვეყნის სახელით საქართველოს ვიცეპრემიერ, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს დემარშით მიმართა. ჰერჩინსკიმ შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა რუსეთის გადაწყვეტილება იყო, თუმცა ეს საქართველოს მთავრობის თანხმობასაც საჭიროებდა, ხოლო ეს თანხმობა ევროკავშირის პოზიციას ეწინააღმდეგება.
ჩეჩენი ბიზნესმენის გარემოცვა საქართველოში
მაისში საქართველოში იმყოფებოდა ჩეჩენი ბიზნესმენის, ასლანბეკ ახმეტხანოვის გარემოცვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ მანქანებს ათობით ვიდეოჯარიმა გამოუწერა. ჯარიმები გამოწერა 22 მაისიდანაა დაწყებული და ბოლო მათგანი 3 ივნისით თარიღდება. ჯარიმები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქშია გამოწერილი, მათ შორის, თბილისში, გრიგოლეთში, ლანჩხუთში, ქუთაისში, ხაშურში და ასე შემდეგ. ახმეტხანოვი ჩართული იყო უკანონო საბანკო საქმიანობაში. სხვადასხვა წყარო წერდა, რომ მისი კომპანიები დაკავშირებული იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის კაბელების მიწოდებასთან და უკანონო ნავთობბიზნესთან.
ქართველ კათოლიკეებს მათსავე ტაძრებში კვლავ არ უშვებენ
საქართველოში წლებია მოუგვარებელია რელიგიური ქონების რესტიტუციის პრობლემა, რის გამოც მაისში კათოლიკე მრევლს სოფელ ბუზმარეთში საპატრიარქოს წარმომადგენელმა ღვთისმსახურების ჩატარების საშუალება არ მისცა. ეს რელიგიური გაერთიანებების მიმართ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მოპყრობის და საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან სხვა კონფესიების ისტორიული ქონების მისაკუთრების პრაქტიკის მორიგი გამოვლინება იყო. ფაქტი გამეორდა დეკემბერშიც, როდესაც მართლმადიდებელი ეკლესიის ქუთაისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იოანემ ქუთაისელ მრევლსა და კათოლიკე სასულიერო პირებს კათოლიკურ ტაძარში შესვლა აუკრძალა. ივლისში ს სახელმწიფო მდივანმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვრცელი წერილით მიმართა და მრევლისთვის კათოლიკური ეკლესიების დაბრუნება სთხოვა.
ივნისი
პრეზიდენტმა შეიწყალა
ივნისში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავარი არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობის 402-ე დღეს შეიწყალა. 2022 წლის 16 მაისს, წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე ერთი თვით ადრე, მთავარი არხის დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია გადაწყვეტილებას მთავრობის მიერ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს უწოდებდნენ.
წულუკიანი და კინოცენტრი
ივნისში კინოცენტრის თანამშრომლებმა რეორგანიზაციის დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილი წერდა, რომ თეა წულუკიანმა მისი შტატი გააუქმა და 12 ივლისიდან სამსახურიდან ათავისუფლებდნენ. რეორგანიზაციას წინ უძღოდა ცენტრის თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებული ღია წერილი, რომლითაც ისინი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. წერილი მალევე წაიშალა. 23 ივნისს თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის ფონზე კინემატოგრაფისტების სხვა ჯგუფს შეხვდა. 28 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა და სხვა სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტს წერილით მიმართეს.
ამ დროისთვის ქართველ კინემატოგრაფისტებს რამდენიმე საპროტესტო აქცია აქვთ ჩატარებული – ისინი რეორგანიზაციის შეწყვეტას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ დირექტორი კონკურსის გზით უნდა აირჩეს. ამასთან თანამშრომლების თქმით, დაუშვებელია, მინისტრი ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას იღებდეს და აუცილებელია, დირექტორის შესარჩევი კომისია კინოცენტრის თანამშრომლებისგან დაკომპლექტდეს. “კინოცენტრის რეორგანიზაციაშია” ჩართული პროპაგანდისტული და სახელისუფლებო ტელევიზიის, POSTV-ის ჟურნალისტი და წამყვანი ბაჩო ოდიშარია.
თავდასხმა მიშა მშვილდაძეზე
ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელ და ტელეწამყვან მიშა მშვილდაძეს ივნისში დაესხნენ – უცნობმა პირმა მას სახეში ჩაარტყა. როგორც მშვილდაძე ამბობდა, თავდამსხმელმა უთხრა – “შენ პატრიარქს როგორ აგინებ”. 28 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, თუმცა ადვოკატების განმარტებით, მშვილდაძის საქმის გამოძიება უწყებამ შედეგის დადგომის გარეშე დაასრულა. თავად მშვილდაძე ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ამბობდა, რომ თავდასხმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული და მასში სუს-ის გამომძიებელი ფიგურირებდა.
ივლისი
მეუფე შიოს დაუდასტურებელი მოწამვლა
6 ივლისს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია და დაადასტურა, რომ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე ს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებები აღმოჩნდა და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო და “თანაგრძნობა” გამოხატა რუსეთის საპატრიარქომაც. რამდენიმე დღეში მეუფე შიომ კომენტარი თავად გააკეთა, თქვა, რომ თავს კარგად გრძნობდა და იმედი გამოთქვა, რომ გაირკვეოდა, “ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება”. მოსაყდრის მოწამვლაზე ცნობებმა განსხვავებული გამოხმაურებები გამოიწვია სინოდის წევრებს შორისაც.
უკრაინამ საქართველოს ელჩს ქვეყანა დაატოვებინა
ივლისში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროტესტის გამოსახატად საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი დაიბარა. მიზეზი სასამართლო პროცესიდან სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვების განკარგულება მისცა. ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, “უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საჭირო მკურნალობისთვის უკრაინას გადაცემოდა”. უკრაინაში საქართველოს ელჩი კვლავაც არ დაბრუნებულა.
ქოც-ორკების მიერ კვლავ დარბეული პრაიდი
8 ივლისს ლისის ტერიტორიაზე Tbilisi Pride Fest 2023 უნდა გამართულიყო. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ორკ-ქოცები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა “ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა”. მოძალადეებმა დაარბიეს აქციის ტერიტორია, მოიპარეს ნივთები, გაანადგურეს ტექნიკა. პრაიდის დასკვნითი ღონისძიება ვერ შედგა.
ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი გაერთიანდნენ
20 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა პოლიტიკურ ალიანსი – გამარჯვების პლატფორმა შექმნეს. ხაბეიშვილმა სხვა პარტიებსაც მოუწოდა, პლაფტორმას შეუერთდნენ და ამასთან დასძინა, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ “თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი”. სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლების თქმით, თუ საჭირო იქნება, ისინი არჩევნებზე 5 ნომრით გამოსვლაზეც თანახმა იქნებიან. შექმნისთანავე ხაბეიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პლატფორმა “შექმნილია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარშემო”. გიორგი ვაშაძე ამტკიცებს, რომ ენმ-სა და სტრატეგია აღმაშენებლის კოალიცია შემდეგ არჩევნებზე პირველ ადგილზე გავა, ქართული ოცნება კი დამარცხდება.
რუსული გემი ქართულ პორტში
31 ივლისს გვიან ღამით რუსეთიდან მომავალი საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ს პორტში შემოვიდა. გემს მოქალაქეები საპროტესტო აქციით დახვდნენ. პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა – მათ შორის, ორი უკრაინის მოქალაქე. აქციამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პორტის მიმდებარე ქუჩები გადაკეტა, ნავსადგურთან კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრეს ტერიტორია, სადაც საკრუიზო გემი უნდა შემოსულიყო. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც საკრუიზო გემი Astoria Grande ბათუმში გაჩერდა. საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში 27 ივლისსაც გაჩერდა. საკრუიზო ლაინერმა მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო და რუსი ტურისტები გადაჰყავდა, რომლებმაც მედიებთან ანტიქართული განცხადებები გააკეთეს. საკრუიზო გემის მარშრუტი იყო სოჭი-ტრაპიზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. საკრუიზო ლაინერზე, დაახლოებით, 850 მგზავრი იმყოფებოდა.
სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან
ივლისში პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პეკინში ჩავიდა და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა. ეს ნაბიჯი მოულოდნელი აღმოჩნდა ყველასთვის, ვისაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთში ეგულება და არა შორეულ აღმოსავლეთში. გაჩნდა დამატებითი კითხვები საქართველოს გაცხადებულად პროდასავლური კურსის შეცვლასთან დაკავშირებით. საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამოცხადებისთანავე დათმო საკუთარი ინტერესები. კერძოდ, პოლიტიკური განზომილების პირველივე პუნქტში აღნიშნულია, რომ მხარეები პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ადასტურებენ, საქართველო კი მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს. მაშინ, როდესაც ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა პირველ რიგში სწორედ ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას უნდა ეყრდნობოდეს, ჩინეთის მხრიდან დოკუმენტში ეს ხაზგასმული არც ერთხელ არის – “ყველა ქვეყანა” სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტისთვის შეუსაბამოდ არაკონკრეტულია.
აგვისტო
ტრაგედია შოვში
3 აგვისტოს რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ ს მიმდებარედ მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. ამ დრომდე შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული 32 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ყველა მათგანის ვინაობა ცნობილია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ გამოძიების ფარგლებში არავის ბრალეულობა გამოკვეთილა და ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. სამაშველო ძალები სტიქიის შედეგად დაღუპულებს აქტიურად თვეზე მეტ ხანს ეძებდნენ. ოპოზიცია ხელისუფლებას ანგარიშვალდებულების პრობლემაზე საუბრობდა.
სექტემბერი
აშშ-მ ოთარ ფირცხალაძე დაასანქცირა
სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. 18 სექტემბერს ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტავდა, რომ 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად – სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა. თუმცა, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. სანქცირებულს პირს კვლავ მხარს უჭერდა ხელისუფლება – ეროვნული ბანკის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა – მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი. ოქტომბერში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფირცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.
გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნოდ გაერთიანდნენ
პარტია დროამ და გირჩი – მეტი თავისუფლებამ საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. პარტიების განცხადებით, მათ აერთიანებთ “ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან”, მომავლის მკაფიო ხედვა და მოტივაცია, შეცვალონ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. გაერთიანება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ერთ სუბიექტად წარდგება.
ოქტომბერი
რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობა აფხაზეთში
ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო პორტის მოწყობას გეგმავს. ამის შესახებ მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ სამთავრობო მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, მოსკოვთან უკვე ხელმოწერილია შესაბამისი შეთანხმებაც. დამატებით დეტალებზე საუბრისგან ბჟანიამ თავი შეიკავა. საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარი არც კრემლში გააკეთეს. მოვლენებს წინ უსწრებდა სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი, ციკლონის შემოსვლა. ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის ომის სურათის გათვალისწინებით. ბოლო ხანებში ანექსირებულ ყირიმზე მდებარე სევასტოპოლის ბაზა უკრაინის მნიშვნელოვანი თავდასხმების სამიზნე ხდებოდა.
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობა
6 ოქტომბერს საგარეჯოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა “ქმარმა” მოკლა. მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ის ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია მოკლულის დედა და ბიძაც. მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით თელავის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალად მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.
ოცნებამ პრეზიდენტის იმპიჩმენტი სცადა, საკონსტიტუციომ ზურაბიშვილი კანონის დამრღვევად ცნო
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო. ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა მთელი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ზურაბიშვილის სამუშაო ვიზიტების კრიტიკას მოჰყვა. პრეზიდენტი ევროპის არაერთ ქალაქში მთავრობის ოფიციალური დასტურის გარეშე გაემგზავრა და საერთაშორისო ლიდერებს შეხვდა. სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა ვიზიტებით დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის დანაწესი. განსხვავებული აზრი ცხრიდან მხოლოდ სამ მოსამართლეს – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძეს და თეიმურაზ ტუღუშს ჰქონდა. სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის კენჭისყრაც, თუმცა 86 მომხრითა და 1 მოწინააღმდეგით იმპიჩმენტი არ შედგა.
საქართველოში აშშ-ს ელჩი შეიცვალა
აშშ-ს ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის ვადის ამოწურვის შემდეგ ის თანამდებობაზე რობინ დანიგანმა ჩაანაცვლა. სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 28 ივლისს დაამტკიცა. დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, დანიგანი რუსეთის სანქცირების აქტიური მხარდამჭერია. ჯერ კიდევ მაისში რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ აშშ უკრაინას გამარჯვებისთვის ყველანაირად, მათ შორის, სამხედრო აღჭურვილობითაც დაეხმარება. ხელისუფლების წარმომადგენლებმა კელი დეგნანი ჩვეული კრიტიკით გააცილეს და იმედი გამოთქვეს, რომ დანიგანის მუშაობის პერიოდში “უსიამოვნო პრეცედენტებს” დაივიწყებდნენ.
ნოემბერი
ხვიჩა კვარაცხელიას წარმატება
იტალიური ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ტოპ 5 ლიგაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ამასთან, კვარაცხელიამ 2023 წლის ოქროს ბურთის სიაში მე-17 ადგილი დაიკავა. კვარაცხელია ასევე დასახელდა Globe Soccer Awards-ზე 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაც. დაჯილდოება დუბაიში, 2024 წლის 19 იანვარს გაიმართება.
თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპული საქართველოს სახელით იყრის კენჭს
ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი 2024 წელს ევროპული საქართველოს პრაიმერისში მიიღებს მონაწილეობას და საპარლამენტო არჩევნებზე პარტიის საარჩევნო სიას შეუერთდება. ჩერგოლეიშვილმა ტაბულას დირექტორის თანამდებობა დატოვა და პარტიის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერთო.
ოკუპანტებმა თამაზ გინტური მოკლეს
6 ნოემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. დოთიაშვილი 9 ნოემბერს გაათავისუფლეს. საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცების შესახებ სუს-მა ცნობა 20 ნოემბერსაც გაავრცელა, თუმცა პირი მალევე გაათავისუფლეს. სეპარატისტების ტელევიზიებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ ოკუპანტების მიერ კირბალში მოკლული თამაზ გინტური და გატაცებული ლევან დოთიაშვილი ლომისის ტაძარში შესვლას. ვიდეომასალაში, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება, თამაზ გინტური აღწერს, როგორ აჭედეს ლომისას სალოცავი რუსმა ოკუპანტებმა.
“ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის დედას შე**ცი” – ისმოდა ერთ მონაკვეთში თამაზ გინტურის სიტყვები.
დეკემბერი
თემურ კარბაიას დაღუპვა ოკუპირებულ აფხაზეთში
9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. გავრცელებული ცნობებით, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქე. კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა კარბაიას დაღუპვასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში რუსეთის დააკისრეს.
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა
ნოემბერში ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს სტატუსი მიანიჭა. საქართველო ოფიციალურად გახდა ბლოკის წევრობის მე-9 კანდიდატი ქვეყანა უკრაინასთან, მოლდოვასთან, ალბანეთთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მონტენეგროსთან, სერბეთთან და თურქეთთან ერთად.
შემდეგი ნაბიჯი ევროკომისიის მიერ წარდგენილი ახალი და კვლავ შესასრულებელი ძველი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა, რომელთა შესრულებასაც გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უნდა მოჰყვეს.
წაიკითხეთ დამატებით: 2023 წელს მიღებული და ძალაში შესული კანონები