,, ცოცხალი რომ ყოფილიყო გია ჭანტურია, სწორედ ამას ეტყოდა თანაპარტიელ თენგიზ შარმანაშვილს!” – ირაკლი ტაბლიაშვილი

ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ,,ქართული ოცნების” წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებას, რომ გიორგი გახარია პრემიერი ,,დიფ სთეითის” ზეწოლის შედეგად გახდა, ასე ეხმაურება:
,,წადი მონასტერში!.. და დღეში 100 მეტანია გააკეთე! – ცოცხალი რომ ყოფილიყო გია ჭანტურია, სწორედ ამას ეტყოდა თანაპარტიელ თენგიზ შარმანაშვილს! და ეს უკანასკნელიც წავიდოდა, განა არა!
მაგრამ, ჩვენ აქ არ განვიხილავთ ოდინდელი ედპ-ს საქმეებს! და არ განვიხილავთ ბევრი მიზეზის გამო!
იმას კი გეტყვით, რომ თენგიზ შარმანაშვილი ედპ-ს პირველ ლიდერთა შორის არც არასოდეს ყოფილა – გია კობახიძეზე უკან იყო, ხოლო მშობელი ირაკლი კობახიძისა მეორე ეშელონში იყო ან, სულაც – მესამეში!
აქ სხვა რამ არის საინტერესო! თუ ეს “ოხერი” გახარია “დიფ სთეითმა” დაანიშნინა ივანიშვილს, გამოდის, რომ, ივანიშვილი, ერთი ხანობა, ეთანამშრომლებოდა “დიფ სთეითს”… ჰოდა, რატომ და რა უფლებით აკეთებდა ამას კაცი, რომელსაც საზოგაფოების ერთი ნაწილი ენდობოდა და ენდობა? ეს “დიფ სთეითი” ხომ “გლობალური ომის პარტიაა”, რომელსაც საქართველოს ომში ჩათრევა უნდოდა და უნდა და… და რა გამოდის, რომ პრემიერად გვყავდა კაცი, ამასთან, ივანიშვილის შერჩეული, რომელიც ომში გვითრევდა? და დამნიშნი ივანიშვილის პასუხისმგებლიბა არ არსებობს? გაქრა?
და რა გარანტია გვაქვს, რომ კობახიხეც არ აღმოჩნდება გლ.ომის პარტიის შემოტენილი პირი?“

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე