ანდრო ჭიჭინაძე: მოგმართავთ ტელევიზიებს, რომლებიც ცდილობთ სიმართლე დაუმალოთ საზოგადოებას. გააშუქეთ თითოეული დოკუმენტი…

ანდრო ჭიჭინაძის წერილი ციხიდან, რომელსაც მისი ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს:
 „მოგმართავთ ტელევიზიებს, რომლებიც ცდილობთ სიმართლე დაუმალოთ საზოგადოებას.
ბოლო თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებ სამთავრობო არხებს. მაინტერესებს ჩვენი საქმიდან გადმომდინარე, ზოგადად როგორ მუშაობს პროპაგანდა.
მედია, რომელსაც აქვს ამბიცია, ერქვას ტელევიზია – ან არ აშუქებს ან მიკერძოებულად აშუქებს ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასამართლო პროცესს.
ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი! გააშუქეთ თითოეული დოკუმენტი და თითოეული სიტყვა პროცესებიდან და სისხლის სამართლის საქმიდან. ეს მხოლოდ დაადასტურებს ჩვენს სიმართლეს.
TV Imedi და Rustavi 2 • რუსთავი 2 – მოგმართავთ, რომ ამისთვის არსებობს იდელური საშუალება, რომ თქვენს სოციალური მედიის გვერდზე გააშუქოთ პროცესები ლაივ რეჟიმით ან მოგვიანებით უწყვეტი კადრით (თუ ლაივ რეჟიმში გაშუქებაზე არ ხართ თანახმა). დარწმუნებული ვარ, უარს არ იტყვით რომ თქვენს მაყურებელსაც აჩვენოთ სიმართლე… :))
პ.ს. პირველი არხი მარტივად მიხვდებოდით რომ თქვენც გეხებათ ყველა ზემოთ აღნიშნული სიტყვა”, – წერს ჭიჭინაძე წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მინდა, გამოვთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ქართული ეკლესიის გზა, დამოუკიდებლობის გაძლიერება და საზოგადოების ერთობის კონსოლიდაცია, ამისთვის ერთი ნაბიჯია – შეიწყალოს სინდისის ყველა პატიმარი

მეუფე სტეფანე – როცა შეწყალება უნდა სთხოვო ადამიანებისთვის, მათგან უნდა გქონდეს მხარდაჭერა, რომ დანაშაულები აღიარებულია – პატრიარქი შიო რომ იტყვის, „შევიწყალოთ“, იმათ არ უნდა ეგონოთ, რომ „აი, ჩვენ გავიმარჯვეთ“