– მეორედ დაბარებაზე მაინც არ უნდა მივიდეს გახარია – გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ, რომ შოუსთვის გამოგიყენონ!

გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ, რომ შოუსთვის გამოგიყენონ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მეორედ დაბარებას გამოეხმაურა.
როგორც მან აღნიშნა, გახარია სხდომაზე მეორედ არ უნდა მივიდეს.
„რასაც ვფიქრობ, არ მინდა რომ ვთქვა, თუმცა ვფიქრობ, რომ მეორედ დაბარებაზე მაინც არ უნდა მივიდეს გახარია. კაი, პირველად მივიდა, მივიდა, ახლა მაინც არ უნდა მივიდეს, იმიტომ, რომ გეთამაშებიან ხომ ხედავ, უნდათ რომ შოუსთვის გამოგიყენონ! და მგონი, არ უნდა გამოაყენებინოს თავი. დანარჩენი თავად გადაწყვიტოს“,- განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხელმეორედ 23 ივნისსაა დაბარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”