რა არის ცნობილი MI6-ის უფროსის ბლეიზ მეტრეველის და მისი მამის კონსტანტინე მეტრეველის შესახებ

რა არის ცნობილი MI6-ის უფროსის ბლეიზ მეტრეველის და მისი მამის კონსტანტინე მეტრეველის შესახებ
ბრიტანულ საგარეო დაზვერვის სამსახურს პირველი ქალი უფროსი ჰყავს. პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმა ამ პოსტზე ბლეიზ მეტრეველი წარადგინა, რომელმაც წინა ხელმძღვანელი სერ რიჩარდ მური შეცვალა. მეტრეველი იქამდე, MI6-ის ტექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ბლეიზ მეტრეველის ბიოგრაფიის თანახმად, ის 47 წლის არის, MI6-ს 1999 წელს შეუერთდა და ასრულებდა სხვადასხვა საოპერაციო როლს ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. 2024 წელს ბლეიზ მეტრეველმა გაწეული დამსახურებისთვის CMG-ის ორდენი, ანუ წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენი მიიღო. ბლეიზ მეტრეველმა 1997 წელს დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი ანთროპოლოგიის განხრით. მისი ბიოგრაფიის შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით საჯაროდ ცნობილი არაა.
ბლეიზ მეტრეველის მამის კონსტანტინე მეტრეველის შესახებ ცნობილია, რომ ის იყო ბრიტანეთის არმიის სამედიცინო დანაყოფის რადიოლოგისტად, გამოცემული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი რადიოლოგიის შესახებ, ხოლო 1986-2001 წლებში იკავებდა სამედიცინო გამოსახულებისა და ინტერვენციული რადიოლოგიის დეპარტამენტის ფაკულტეტის ხელმძღვანელის პოსტს ჰონგ-კონგის სამედიცინო უნივერსიტეტში.
2018 წელს ჰონგ-კონგის მედია www.scmp.com-მამის შესახებ დაწერა, რომ 75 წლის ასაკში ის იყო უხუცესი მორბენალი, რომელმაც ჰონგ-კონგის 100-კილომეტრიანი მარათონი გაირბინა.(ბიემჯი)

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს