უკრაინაზე დრონებით შეტევა იყო, დაშავებულები არიან კიევში

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 16 ივნისს, დილის ათი საათისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაშავდა ორი ადამიანი. ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დარნიცკის რაიონში დაზიანებულია სავაჭრო პავილიონები.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, რომ რუსული დრონებით შეტევის შედეგად ხანძარი გაუჩნდა სასუქების საწარმოს. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად, ერთ-ერთი საწარმო დაზიანდა დნეპროპეტროვსკის ოლქშიც. სახლები და გაზის მილებია დაზიანებული ჩერკასის ოლქში.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ს საოკუპაციო ძალებმა ს შეუტიეს 138 დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან მოგერიებულია 125.
ფორუმი