პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების საკითხზე ხვალ მოსმენას გამართავს

29 დეკემბერს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და გამოწვევების თემაზე მოსმენას გამართავს.
კომიტეტის სხდომაზე სამი დიპლომატია მიწვეული – მოუსმენენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზურაბ პატარაძეს, საქართველოს ელჩს თურქეთში გიორგი ჯანჯღავას და ელჩს სომხეთში გიორგი შარვაშიძეს.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა 14:00 საათისთვის დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ