ლევან ცუცქირიძე – სასამართლოში მიმდინარე პროცესები არის მიკერძოებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური რეპრესიების სიმბოლო, ადამიანებს არაფრის გამო აპატიმრებენ

ეს პროცესები არის მიკერძოებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური რეპრესიების სიმბოლო, ადამიანებს არაფრის გამო აპატიმრებენ – ყოველი უსამართლობა დიდ ბრაზს ბადებს საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ამათ წალეკავს,- ამის შესახებ პარტია „თავისუფლების მოედნის” ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ, სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან ცუცქირიძის თქმით, მაშინ როდესაც არცერთი პოლიციელი არ არის დასჯილი, „ადამიანებს სასჯელს წლობით უსჯიან“.
„სასამართლოში მიმდინარე პროცესები არის მიკერძოებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური რეპრესიების სიმბოლო, ადამიანებს არაფრის გამო აპატიმრებენ, როდესაც არცერთი ის პოლიციელი, რომელიც სასიკვდილოდ იმეტებდა ჟურნალისტებსა და ახალგაზრდებს ქუჩაში, სახეში წიხლებს ურტყამდნენ, არცერთი მათგანი არ არის დასჯილი და სხვებს არაფრის გამო წლობით უსჯიან სასჯელს.
ეს მცდელობაა ხალხის შეშინების და ყოველი უსამართლობა დიდ ბრაზს ბადებს საზოგადოებაში, რომელიც შემდეგ ამათ [“ქართულ ოცნებას”] წალეკავს”,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსუდან თევზაძე – ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ვადის აგვისტოს ბოლომდე მიცემა „წითელ ბარათამდე მიახლოებული ბარათია“ – იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა, გიორგი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს