,,დიდი შვიდეულის“ სამიტი დღეს იწყება

კანადაში დღეს „დიდი შვიდეულის“ სამიტი იწყება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი იტალიის, აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და იაპონიის ლიდერებს ალბერტას პროვინციაში, კანანასკისში უმასპინძლებს.
როგორც მასპინძელმა ქვეყანამ კანადამ სამიტზე ასევე დაპატიჟა ლიდერები, რომლებიც „დიდი შვიდეულის“ წევრები არ არიან. მაგალითად, ევროკავშირის ლიდერები, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვები.
მოსალოდნელ განსახილველ თემებს შორის იყო ომი უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები, ღაზაში არსებული ვითარება, თუმცა BBC წერს, რომ სამიტის წინასწარ შედგენილი დღის წესრიგი ისრაელისა და ირანის კონფლიქტმა გადაფარა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო