,, ჩემზე ობიექტურად ჩატარებულისა და ჩამტარებლის დედაც ვატირე” – მეგი გოცირიძე

ნაცმოძრაობის წევრი, ყოფილი პარლამენტარი, მეგი გოცირიძე:
,,არ დაგავიწყდეთ, რომ ენჯეოშნიკები ებრძოდნენ 9 წელს, სწორედ მაგათმა პროპაგანდამ შეაძულა ხალხს ის საამაყო 9 წელი, სადაც ბუზისგან ჰქმნიდნენ სპილოს, მაგათმა მოათრიეს რუსქოცობა დიდი ფულის სანაცვლოდ , რაც არ უნდა თქვან და იმოქმედონ ხიხოს ოცნების წინააღმდეგ, ლაიტმოტივად გასდევს მიშა და მისი ხელისუფლება, რადგან და სწორედ ამაში აქვთ დიდი ფული აღებული თავის დროზე და არიან დავერბოვკებულნი, რამდენჯერაც დაიძაბა ამ 13 წლის მანძილზე, , იმდენჯერ ცეცხლმაქრი დაიჭირეს ხელში და რა საკვირველია ქოცების სასარგებლოდ… თამარა გამყალბებელი ჟვანიაც მაგათი წიაღიდან რომ იყო, მათივე შერჩეული და შეგდებული კანდიდატი, არც ეგ დაივიწყოთ და არც ის, პასუხისმგებლობა არასოდეს და არავისზე რომ არ აუღიათ და ახლა ეს რაღაც კვლევები რომ შემოგვიგდეს და სერიოზული სახით მიდის განხილვა
ნებისმიერმა ბანკირმა დამიფინანსოს კვლევა, თავად შემარჩევინოს გამოსაკითხებიცა და გამომკითხველებიც, თავიდან მითხრას რა %_ები უნდა დავდო და ჩემზე ობიექტურად ჩატარებულისა და ჩამტარებლის დედაც ვატირე”