მედია: უკრაინამ თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ელაბუგაში მდებარე დრონების ქარხანაზე იერიში მიიტანა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, 15 ივნისს რუსეთის თათრეთის რეგიონის ქალაქ ელაბუგაში მდებარე დრონების ქარხანაზე იერიში მიიტანეს.

რეგიონის გუბერნატორის, რუსტამ მინიხანოვის ინფორმაციით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 13 დაშავდა.

მინიხანოვის თქმით, უკრაინული დრონების ჩამოგდება მოხერხდა, თუმცა ნამსხვრევები რუსული ტიპის შაჰედის საბრძოლო დრონების მწარმოებელ ქარხანას დაეცა.

“მიუხედავად შიშისა და პანიკის დათესვის მცდელობისა, რესპუბლიკაში ყველა საწარმო და საყოფაცხოვრებო ობიექტი სტაბილურად მუშაობს. საგანგებო სამსახურები მუდმივ მზადყოფნაში არიან”. – განაცხადა მინიხანოვმა.

გამოცემა The Kyiv Independent წერს, რომ ელაბუგას ქარხანა შაჰედის ტიპის შორი დისტანციის დრონების გარდა სხვა სადაზვერვო დრონებსაც აწარმოებს.

აღნიშნულ ქარხანაზე უკრაინულ მხარეს იერიში პირველად არ მიქვს. ბოლო დარტყმა ელაბუგას ქარხანაზე 25 მაისს მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება