ტრამპი: ირანს და ისრაელს სურთ მიაღწიონ შეთანხმებას და მიაღწევენ კიდეც

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელსა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება უნდა დაიდოს.
მან პოსტში მისი წინა და მიმდინარე საპრეზიდენტო ვადებისას მიღებული სამშვიდობო შეთანხმებები გაიხსენა.
“ირანს და ისრაელს სურთ მიაღწიონ შეთანხმებას და მიაღწევენ კიდეც. ზუსტად ისე, როგორც მე მივაღწიე ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეთანხმებას. იმ შემთხვევაში შეთანხმება დაეყრდნო ვაჭრობას -სთან, რათა მოლაპარაკებებში გონივრულობა, ერთიანობა და სიბრძნე შემეტანა. ამაში ორი შესანიშნავი ლიდერი დამეხმარა, რომლებმაც სწრაფად მიიღეს გადაწყვეტილება და შეაჩერეს ყველაფერი!”, – დაწერა ტრამპმა.
დღეს, 15 ივნისს, ამ ორმა ქვეყანამ საჰაერო თავდასხმები გააგრძელა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანი არ ცდილობს კონფლიქტის გაფართოებას ისრაელთან და მზად არის შეწყვიტოს სარაკეტო თავდასხმები, თუ აგრესიას შეაჩერებს.
მიუხედავად ამისა, მისივე თქმით, არსებობს „დაცვის ზემდგომი აუცილებლობა“, რის გამოც ირანი დაიცავს თავის ტერიტორიას და სერიოზულ პასუხს გასცემს პროვოკაციებს.