ტულსი გაბარდი გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა და ასე უცებ შექმნეს? მიზეზი ბირთვული იარაღია, ვითომ?

„ხალხის ძალის“ წევრი სოციალურ ქსელში ეხმიანება -ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის განცხადებას ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ექსპერტი მიიჩნევს, რომ რეალური მიზეზი ბირთვული საფრთხეების არსებობა შესაძლოა არც იყოს, ვინაიდან 2 თვის წინ ამერიკელი პოლიტიკოსის საპირისპიროს ასახელებდა და აცხადებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა.
„ცოტა ხნის წინ, ტულსი გაბარდი გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა და ორი თვის შემდეგ რა შეიცვალა, ასე უცებ შექმნეს?
მიზეზი ბირთვული იარაღია, ვითომ?
20 წლის წინ, ერაყში ქიმიურ იარაღს, რომ ეძებდა ამერიკა და თავზე დაიმხო მთელი ახლო აღმოსავლეთი, ბოლოს კი გაირკვა, იქ სულაც არ ყოფილა ქიმიური იარაღი, გახსოვთ?!
უფრო ადრე, 70-იანი წლების ბოლოს, ირანის შაჰის დამხობას, რევოლუციას და აიათოლების რეჟიმის დამყარებას, ვინ შეუწყო ხელი?!
ამავდროულად, 80-იან წლებში სადამ ჰუსეინს ვინ უჭერდა მხარს?” – წერს სოციალურ ქსელში .

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს