ისრაელმა ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში, იარაღის წარმოების ობიექტებთან ახლოს მცხოვრები ირანელებისთვის სასწრაფო ევაკუაციის გაფრთხილება გაავრცელა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„თქვენი უსაფრთხოებისთვის, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვოთ ამ ობიექტების ტერიტორია და არ დაბრუნდეთ შემდგომ შეტყობინებამდე. ამ ტერიტორიების სიახლოვეს ყოფნა საფრთხეს უქმნის თქვენს სიცოცხლეს“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ავიჩაი ადრაეს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მისი თქმით, გაფრთხილება ასევე ვრცელდება იმ ობიექტების მახლობლად მდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც ირანში იარაღის წარმოებას უწყობენ ხელს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ „აიათოლას რეჟიმის ყველა ობიექტსა და სამიზნეს დაარტყამს“. ირანი კი იმუქრება, რომ გააძლიერებს ისრაელზე თავდასხმებს, თუ ის საბრძოლო მოქმედებებს გააგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია