ეზიდები თბილისის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავენ

საქართველოს ეზიდთა თემი დღეს „ტავაფა ეზიდს”- თბილისის ეზიდის ტაძრის დღესასწაულს აღნიშნავს.
მათივე ცნობით, თბილისის ეზიდური ტაძარი რეგიონული მნიშვნელობის სამლოცველოა მთელ ეზიდურ სამყაროში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან მომლოცველები.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს ტაძრის დღესასწაულს ულოცავს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.