მადლობა ყველას… უსასრულო წყვდიადში სინათლე გამოჩნდა – მათე დევიძის მიმართვა ციხიდან

მათე დევიძე ციხიდან მიმართვას ავრცლებს და ყველას მადლობა უხდის თანადგომისთვის.
სინდისის პატიმარი, რომელიც მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ციხეში 4 წლით და 6 თვის გაუშვა, ამბობს, რომ სინდისის პატიმრების ასეთი მხარდაჭერით და ხალხის სიყვარულით “უსასრულო წყვდიადში სინათლე გამოჩნდა”.
მესამე დღეა ტელევიზორს ვერ ვცილდები, საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ – ამბობს მათე დევიძე.
„გამარჯობა თანამებრძოლებო, ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი მაგრამ, არ მინდა თავი მოგაბეზროთ, ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას თანადგომისთვის. მესამე დღეა ტელევიზორს ვერ ვცილდები, საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებ, რომ უსასრულო წყვდიადში სინათლე გამოჩნდა. ისინი ჩემთან ერთად ძალიან ახლოს არიან, ისინი სინდისის პატიმრები არიან […] გამარჯვება ძალიან ახლოსაა […] სიცოცხლე თავისუფლებისთვის გადადგმულ ნაბიჯებშია, სრული სვლით თავისუფლებისკენ“.
12 ივნისს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო