ირანმა ღამით ისრაელზე რაკეტები გაუშვა – საპასუხოდ “თეირანი იწვის”

ინფორმაციით, ირანის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ისრაელმა დაბომბა თეირანის მთავარი ნავთობსაცავი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთის მთიან ფერდობებზე – შედეგად ადგილი ჰქონდა მასიურ აფეთქებებს.
„ოფიციალური პირის თქმით, ნავთობის საცავები ერთი მეორის მიყოლებით ფეთქდება, რაც მეზობელ საცხოვრებელ უბნებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მრავალსართულიანი კორპუსის ბინადარმა აღნიშნა, რომ აფეთქებების ძალა ს ჰგავდა“, – ნათქვამია სტატიაში.
ს თავდაცვის მინისტრმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მესიჯი: „თეირანი იწვის“. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ახალ თავდასხმებთან დაკავშირებით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომას აწყობს — ამის შესახებ CNN წერს.
13 ივნისს ს არმიამ დარტყმები განახორციელა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, რის შედეგადაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა.
გარდა ამისა, ცახალის სპეციალური ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულნი იყვნენ ირანის სამხედრო მაღალჩინოსნები და წამყვანი მეცნიერები, რომლებიც ირანის ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდნენ.
პასუხად ირანმა დარტყმები მიაყენა ისრაელს. ბოლო მონაცემებით, ამ თავდასხმების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ასევე დაგაინტერესებთ

„საზოგადოება ივერიისა” – გიორგობის დღესასწაულზე, სამების ტაძარში მოსულ საზოგადოებას საშუალება ექნება მიეახლოს წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს, რომლისთვისაც „საზოგადოება ივერიისას“ ინიციატივით სპეციალურად დამზადდა ხატი და ლუსკუმა