დავით ჩხეიძე: ყველა ხვდება, რომ ეს არ იყო პროპორციული ზომა და მათე უბრალოდ დასაჯეს სამაგალითოდ…

“ჩვენ ვგრძნობთ ერთმანეთის სინაღდეს. დღეს თელავში გამოვიდა მათეს დეიდა და ვეღარ გაუმკლავდა გრძნობებს…
იმ დროს როდესაც თქვა: ჩემი მათე, მე გავზარდე, არასდროს არაფერი დაუშავებია…
მოვიხედე და რამდენიმე ასეული ადამიანი აცრემლებული იდგა… ტიროდა.
იგივე იყო სასამართლოს ეზოში გუშინწინ, როდესაც გამოაცხადეს განაჩენი…
ეს არ არის ემოციური ნაწილი. ამას პოლიტიკური შემადგენელი აქვს.
გარდა იმისა, რომ ყველა ხვდება, რომ ეს არ იყო პროპორციული ზომა და მათე უბრალოდ დასაჯეს სამაგალითოდ…
რეჟიმის წარმომადგენლების შემხედველს მუდმივად გაქვს განცდა, რომ მათ უკან მოქმედებენ პირები, რომლებსაც ამ საზოგადოებასთან ემოციური ბმა არ აქვთ…
ვიღაც გეგმაზომიერად ანგარიშს უსწორებს ქვეყანას სურვილისთვის იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი…
და თავისდა უნებურად განცდა გრჩება რომ არ არის შინაური.
რუსებო! რუსებო! რუსებო!
დაიწყო მოულოდნელად სკანდირება სასამართლოს ეზოში. მაშინვე დავფიქრდი…
ნეტა, ესეც განეკუთვნება შეურაცხყოფას?!
არ ვიცი.
და მაშინ რა ეწოდება უნარს, თვისებას, როდესაც შეგიძლია ასე მოექცე თვისტომს?” –  წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება