“ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ლევერკუზენის” ბომბარდირის ვიქტორ ბონიფასით დაინტერესდა, ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ “არისტოკრატები” აივან ტოუნის (ბრენტფორდი) ან ვიქტორ ოსიმენის (ნაპოლი) შეძენას ვერ მოახერხებენ, ლონდონელები ნიგერიელი ფორვარდის გადაბირებას ეცდებიან.
ბონიფასმა მიმდინარე სეზონში “ლევერკუზენის” მაისურით 16 მატჩში 10 გოლის გატანა მოახერხა.