ხის საწარმო K M D – Kalamedical მთლიან აქტივებს 87 290 ლარად ყიდის

ხის საწარმო K M D – Kalamedical მთლიან აქტივებს აუქციონზე 87 290 ლარად ყიდის. აუქციონი 2024 წლის 16 იანვარს დასრულდება.
შპს „ქეი ემ დი – კალამედიქალ“-ის სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:
1.Double Segment Rotary Cutting Machine/Ice cream stick machine (ერთი ერთეული);
2.spatula maker/ice cream stick making machine (ერთი ერთეული);
3.tongue depressor dryer&polisher/wood ice cream stick polishing machine (ერთი ერთეული);
4.ცხელი ჰაერის ვენტილატორი ტემპერატურის ავტომატურად რეგულირებადი ტენებით (ერთი ერთეული);
5.სამხარშაო ავტომატური ტემპერატურის რეგულირებადი ტენებით (ერთი ერთეული);
6.ორთქლის გამტანი მოწყობილობა ვენტილატორით (ერთი ერთეული);
„ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა, მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის – ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული საწარმო.
აუქციონზე გამოტანილი ქონება წარმოადგენს ხისგან დამზადებული ენის დეპრესორების და ნაყინის ჯოხების საწარმოო ხაზს. საწარმოო ციკლი წარმოდგენილია მანქანა დანადგარებით რომლებიც უზრუნველყოფენ საბოლოო მზა პროდუქციის წარმოებას საწყისი ნედლეულისგან ( ხის მორები ) საწარმოო ციკლი მოიცავს:
1.ხის მორების ( შესაბამისი სიგრძისა და სისქის დიაპაზონში) მოხარშვას, შესაბამისი ტემპერტურული რეჟიმითა და შესაბამისი დროის განმავლობაში სასურველ კონდიციამდე.
2.მოხარშული ხის მასალისგან, Double Segment Rotary Cutting Machine – ზე ანათალის (შპონის) მიღება, თითოეული პროდუქციისთვის განსაზღვრული სისქის, რომლის რეგულირებაც შესაძლებელია სურვილის მიხედვით.
3.ანათალი ფირფიტების გატარება spatula maker/ice cream stick making machine – ში და ნედლი პროდუქციის მიღება.
4.ნედლი პროდუქციის მოთავსება tongue depressor dryer&polisher/wood ice cream stick polishing machine – ში, სადაც უკვე ხდება პროდუქციის საბოლოო სახის მიცემა, გამოშრობისა და პოლირების შედეგად.
საბოლოო პროდუქტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს: სამედიცინო დაწესებულებები, ამბულატორიები, სტაციონარები, სამედიცინო ინვენტარის დასახარჯი მასალების დისტრიბუტორი ფირმები, აფთიაქები, ნაყინის საწარმოები. საწარმოო ხაზის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ყავისა და სხვა ცხელი სასმელების მოსარევი ხის ჯოხების წარმოება“, – ნათქვამია აღწერილობაში.