თურქეთში უამინდობის გამო, ავიაკომპანია „პეგასუსმა“ სტამბოლი-თბილისის რეისი გააუქმა

თურქეთში უამინდობის გამო, ავიაკომპანია „პეგასუსმა“ სტამბოლი-თბილისის რეისი გააუქმა.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, სხვა ყველა დაგეგმილი რეისი განრიგის შესაბამისად სრულდება.
„აეროპორტის მუშაობაში შეფერხება არ არის“, – აცხადებენ თბილისის აეროპორტში.