აქცია თელავში – თბილისიდან კახეთში ჩასული სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო მარშის დასაწყებადდ ემზადებიან. თელავის თეატრთან ახლა უამრავი ხალხია შეკრებილი, მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები. ადგილზე ასევე მივიდა დედა სიდონია.
დღევანდელი მსვლელობა მათე დევიძეს ეძღვნება, 21 წლის აქტივისტს რომელსაც სასამართლომ ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა და ციხეში გაუშვა.
