“საჭმელი და წიგნი არ შეგვაგზავნინეს” – ლექსო სამხარაძე ზაჰესის იზოლატორში შეასახლეს

ლექსო სამხარაძე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლესს. პატიმრობის მომდევნო ორ კვირას სამოქალაქო აქტივისტი სწორედ იქ გაატარებს.
პროევროპული აქციის აქტიური მონაწილე იმის გამო დააკავეს, რომ მან ქუჩაში პროტესტი გამოხატა და ქართული ოცნების ერთ ერთ დეპუტატს, დავით მათიკაშვილს პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა უმღერა.
იზოლატორთან მივიდნენ ლექსოს მეგობრები, მათ აქტივისტისთვის საკვების და წიგნების შეგზავნა სურდათ, თუმცა უარი უთხრეს.
ასეთი რამ ხდებოდა 37 წელში საბჭოთა კავშირში – ამბობენ დაკავებული ახალგაზრდის მეგობრები.