უღალატებს პუტინი ირანს? – „რუსეთი კატა ლეოპოლდის დროშით“

ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე ს თავდასხმის შემდეგ, კრემლი „რთული გადაწყვეტილების“ მიღების აუცილებლობის წინაშე დადგა – ირანი ხომ მის „მოკავშირედ“ მიიჩნევა? თუმცა, რუსი პროპაგანდისტები კრემლის მხრიდან თავშეკავებას ვარაუდობენ და ამის დასასაბუთებლად, უცნაურ არგუმენტებს ასახელებენ.
აღსანიშნავია დასაბუთება, რომელიც კრემლის პროპაგანდისტმა, სერგეი მარკოვმა თავის 80 000 გამომწერს წარუდგინა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი წლების განმავლობაში აწვდიდა რუსეთს დრონებს და მოლების რეჟიმის წარმომადგენლები მოსკოვში სასურველი სტუმრები იყვნენ, ეს სიმპათია, როგორც ჩანს, ნელ-ნელა ქრება: „ ირანის მეგობარი და პოლიტიკური მოკავშირეა, მაგრამ არა სამხედრო მოკავშირე. ამიტომ, მოსკოვი კონფლიქტში არ მონაწილეობს“, – ამბობს მარკოვი.
მიუხედავად ამისა, მარკოვი იმედოვნებს, რომ ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ესკალაცია „რუსული არმიის წარმატებას შეუწყობს ხელს“ მისი არგუმენტები ასეთია: ერთი მხრივ, ნავთობის ფასები გაიზრდება, რაც რუსეთის ბიუჯეტს სარგებელს მოუტანს, მეორე მხრივ კი, ჩინეთს უფრო მეტი რუსული ნავთობის ყიდვა მოუწევს. მარკოვისთვის კიდევ ერთი ფაქტორია ის, რომ -ს იარაღის მიწოდება, უკრაინის ნაცვლად, ახლო აღმოსავლეთში მოუწევს. და ბოლოს – უკრაინის მიმართ საერთაშორისო ყურადღება შემცირდება.
ნაკლებად ცნობილი კომენტატორები კი წერენ, რომ პუტინმა სირიაში ასადის სახით „მოკავშირე“ უკვე დაკარგა და მალე, შესაძლოა, მოსკოვში, მიგრანტების სტატუსით, ირანელი მოლებიც მიიღოს.
პოლიტიკური ბლოგერი, ალექსეი ჟივოვი (110 000 გამომწერი) რუსეთის პერსპექტივების მიმართ ნაკლებად ოპტიმისტურად არის განწყობილი: „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ისრაელის სამხედრო ოპერაცია ირანში, მაგრამ ირანის პრობლემებში ემოციურად არ ჩაერთო. ჩვენი საგარეო პოლიტიკა კვლავ კატა ლეოპოლდის დროშის ფრიალში გამოიხატება“. ამ შემთხვევაში, საუბარია ცნობილი საბჭოთა მულტფილმის პერსონაჟზე, რომელიც თაგვების მიმართ სიკეთით გამოირჩევა და დევიზად აქვს: „ბიჭებო, მოდით მეგობრულად ვიცხოვროთ“.
კიდევ უფრო პესიმისტურია ექსპერტი სერგეი კოლიასნიკოვი. ის თავისი „შინაგანი ხმის“ შესახებ საუბრობს: „იმედის ნაპერწკალი ჯერ კიდევ ანთია, მაგრამ, მთლიანობაში, უკვე ცხადია, რომ ირანი დასასრულს უახლოვდება. ყველა, ვინც ბრძოლისთვის მზად იყო, მიზანმიმართულად ნადგურდება. დასავლური სადაზვერვო სამსახურები ისე იქცევიან, თითქოს იქ, ირანში, საკუთარ სახლში არიან. ომის მანქანა უკვე ამუშავდა და ამის შემდეგ ისინი შიგნიდან დაიწყებენ არეულობების გაღვივებას“.
პოლიტოლოგი მაქსიმ შაროვი ვარაუდობს, რომ ისრაელი ირანის რეჟიმის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად და შიდა გადატრიალების ალბათობის გაზრდას ცდილობს: „ამჟამინდელი მოვლენები, შესაბამისად, გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ ირანისთვის, არამედ ჩინეთისთვისაც. ჭორები სი ძინპინის პოლიტიკური და სამედიცინო პრობლემების შესახებ ბოლო დღეებში უსაფუძვლოდ არ გავრცელებულა. ამიტომ, ახლა არა მხოლოდ ირანის, არამედ ჩინეთის რეაქციასაც უნდა დავაკვირდეთ“.
კრემლის კრიტიკოსი პოლიტოლოგი, ანატოლი ნესმიანი მიიჩნევს, რომ პუტინი „რთული გადაწყვეტილების“ მიღების აუცილებლობის წინაშე დგას: „კრემლისთვის შეუძლებელია რომელიმე მხარის მხარდაჭერა, ნეიტრალური პოზიცია კი ირანის მხრიდან უკიდურესად არამეგობრულად იქნება აღქმული. ამ შემთხვევაში, სამშვიდობო მოწოდებები უაზროა, რადგან რუსეთს არა მხოლოდ მშვიდობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ გააჩნია, არამედ სხვა რაიმე ეფექტური გზის შეთავაზებაც არ შეუძლია“.
სანქტ-პეტერბურგის პოლიტიკური ფონდის პრეზიდენტმა, მიხაილ ვინოგრადოვმა, თავის მკითხველებს შორის ჩაატარა არცთუ ისე სერიოზული გამოკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს რუსეთი ირანის მიმართ. გამოკითხვის შედეგი ასეთია: „საუკუნეების განმავლობაში გეოპოლიტიკური პარტნიორისთვის“ დახმარების გაწევის მომხრე მხოლოდ შვიდი პროცენტი აღმოჩნდა, 55 პროცენტმა კი აღნიშნა, რომ „შაბათ-კვირის შემდეგ“ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ დაფიქრებაა საჭირო.
რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო ბლოგერი, იური პოდოლიაკი (3,1 მილიონი გამომწერი) თეირანიის რეაქციით ძალიან იმედგაცრუებულია: „ირანის საპასუხო ზომები, ჯერჯერობით, აშკარად უსახურია (სტატია გამოქვეყნებულია ირანის მიერ პარასკევს, გვიან ღამით, ისრაელზე სარაკეტო შეტევის განხორციელებამდე – რედ.). მათ უნდა ჰქონოდათ გეგმა ისრაელის თავდასხმის შემთხვევაში, მაგრამ ამის მკაფიო ნიშნები არ ჩანს. არის მხოლოდ რაღაც გაუბედავი და გაურკვეველი კანკალი“.
პოლიტოლოგმა გეორგი ბოვტმა ყურადღება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტსა და ს შორის კრემლისთვის სამწუხარო სამხედრო განსხვავებებზე გაამახვილა ყურადღება: „ისრაელს აქვს პატარა ტერიტორია, რომელიც სრულად შეიძლება დაიფაროს საჰაერო თავდაცვის სისტემით, რუსეთს კი უზარმაზარი ტერიტორია გააჩნია. საუკუნეების განმავლობაში ეს სტრატეგიულ უპირატესობად ითვლებოდა. ახლა კი ის სუსტ სტრატეგიულ წერტილად იქცა, რადგან არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემებით ამ ტერიტორიის დაცვა ასობით, მომავალში კი ათასობით დრონისგან შეუძლებელია“.
წყარო: “საზოგადოებრივი მაუწყებელი”