საქართველოს თავდაცვის ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
პირველი რიგის ამოცანები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს ეხება კვლავ გადაუჭრელია: 1. არ არის გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიებზე; 2. არ არის შეძენილი სპეციალური სამაშველო ტექნიკა და არ არის რეორგანიზებული სამაშველო სამსახური, რომ არ გამეორდეს შოვის ტრაგედია; 3. არ არის უკრაინაში მებრძოლ ქართველ მეომრების სიცოცხლის და სოციალური მხარდაჭერის ეფექტიანი ინსტრუმენტი სახელმწიფო დონეზე ( მაგალითისთვის ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მეომრების ბედზე პასუხისმგებლობა რომელიმე უწყების დონეზე ) 4. საქართველოს პასუხიმგებლობის ზონის ხარჯზე რუსეთ-უკრაინის ომის გეოგრაფიის გაფართოების პრევენცია ( ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის დისლოცირების არ დაშვებისათვის გეგმა) 5. გარანტირებული მშვიდობის სტრატეგიის რეალიზება ( გეგმის არ არსებობა, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების დეკლარირებულად დასუსტება ) 6. დემოგრაფიული სურათის მკვეთრი ცვლილება და გაუარესების ტენდეციის შენარჩუნება ( საქართველოს მიგრაციის ტემპის შენელების ღონისძიებების გეგმის არ არსებობა და რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის კონტროლის პოლიტიკური ნების არ არსებობა; 7. რუსეთის სპეცსამსახურების და კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობის კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე ( პრობლემის დანახვის პოლიტიკური ნების არ არსებობა) გადაუჭრელი არც ერთი პრობლემა არ არის, თუ ხელისუფლებაში ეფექტიანი პოლიტიკური გუნდი იქნება, თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ოცნებას ჯერ ფიქრიც კი არ დაუწყია ამ მიმართულებით.