სტავროპოლის მხარეში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

სტავროპოლის მხარეში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სტავროპოლის მხარის გუბერნატორზე, ვლადიმერ ვლადიმეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
სტავროპოლის მხარის გუბერნატორის განცხადებით, დრონის ნამსხვრევები ქალაქ ნევინომიისკში მდებარე ქიმიური ქარხნის „ნევინომიისკის აზოტის“ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
მედიის ინფორმაციით, „ნევინომიისკი აზოტი“ რუსეთში აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 66 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა