ისრაელის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ირანელ ხალხს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ირანელი ხალხისთვის ვიდეომიმართვას ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად განადგურდა ირანის ბალისტიკური რაკეტების არსენალის მნიშვნელოვანი ნაწილი და ურანის გამამდიდრებელი ყველაზე დიდი ობიექტი.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენ გავანადგურეთ უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაურები და წამყვანი ბირთვული ფიზიკოსები. და ეს მხოლოდ დასაწყისია“, – ამბობს ნეთანიაჰუ.
ის მოუწოდებს ირანელებს, რომლებსაც “ამაყ ხალხად” მოიხსენიებს, აღუდგნენ თავიანთ მთავრობას და დაიწყონ ბრძოლა თავისუფლებისთვის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, იბრძვის არა ირანელი ხალხის, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგ.
„ისლამური რეჟიმი, რომელიც უკვე თითქმის 50 წელია გდევნით, იმუქრება ჩვენი ქვეყნის – ისრაელის სახელმწიფოს განადგურებით. ისრაელის ოპერაციის მიზანი იმ საფრთხის აღკვეთაა, რასაც ირანის ბირთვული პროგრამა და ბალისტიკური რაკეტები ქმნის“, – აცხადებს .

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია