„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტრო – ღაზაში საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ღაზაში, ს მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა.
სამინისტროს პრესსპიკერის, აშრაფ ალ-ქუდრას ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაში, სამხრეთით მდებარე ხან-იუნისსა და ცენტრალურ ნაწილში – ალ-მაღაზიში განხორციელდა.
ღაზის სექტორის „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებულია ათობით ადამიანი და რომ გამორიცხული არ არის, გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით ს თავდაცვის ძალებში განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუკეთებიათ.