მედია – ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმებს აგრძელებს

ისრაელი ირანზე საჰაერო დარტყმების განხორციელებას განაგრძობს, – ინფორმაციას BBC-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ჩრდილო-დასავლეთ ქალაქ თავრიზში ისრაელმა სამხედრო საჰაერო ბაზას დაარტყა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ნათანზის ბირთვულ ობიექტზე, სადაც ურანის გამდიდრება მიმდინარეობს, დარტყმების მეორე ტალღა დაიწყო.
BBC-ი წერს, რომ ნათანზს ათიათასობით ცენტრიფუგა აქვს და ირანის მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის ძირითადი კონტრიბუტორია.
ახალი დარტყმები ისრაელის მიერ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელის, საჰაერო ძალების მეთაურის და სხვა მნიშვნელოვანი სამხედრო პირებისა და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერების ლიკვიდაციიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ჩემი მისიაა, მენეჯმენტის გამართვა, დახვეწა, რელსებზე დაყენება და მერე თუ სხვაგან იქნება უფრო მეტი გამოწვევა, შეიძლება იქაც გადავინაცვლო