პსჟ-ის პირველ მატჩს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ატლეტიკოსთან“ იშტვან კოვაჩი განსჯის

ფიფა-მ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის, „პარი სენ-ჟერმენის“ პირველ მატჩზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მთავარ არბიტრად რუმინელი იშტვან კოვაჩი დანიშნა.
აღსანიშნავია, რომ კოვაჩმა ფრანგული კლუბის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი განსაჯა – 31 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალი მილანის „ინტერთან“. შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენმა“ 5:0 მოიგო და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის თასს ისტორიაში პირველად დაეუფლა.
კოვაჩს თანამემამულეები – მიჰაი მარიუს მარიკა და ფერენც ტუნიოგი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი ურუგვაელი გუსტავო ტეხერა იქნება.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე B ჯგუფში „ატლეტიკოსთან“, „ბოტაფოგოსა“ და „სიეტლ სანდერსთან“ ერთად ითამაშებს. ჯგუფიდან მერვედფინალში ორი გუნდი გადის.
ვრცლად აირველ არხზე

ასევე დაგაინტერესებთ

საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ახალ პროექტებს ჩავუყაროთ საფუძველი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ხელს შეუწყობს – მარიამ ქვრივიშვილი