ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველსა და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს ბენჯამინ ჰადადს შეხვდა

პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველსა და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს ბენჯამინ ჰადადს შეხვდა.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
“საუბარი გაიმართა “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებზე: – პოლიტიკური ფიგურების ციხეში ჩასმაზე, დიდი ოდენობით ჯარიმებზე, მასობრივ დაჯარიმებაზე საზოგადოების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც,,ქართული ოცნების“ საგარეო კურსსა და პოლიტიკას არ ეთანხმებიან“, – ნათქვამია ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება