პაატა მანჯგალაძე – მათე დევიძე სიმბოლოა იმის, რისიც სისტემას ეშინია!

მათე დევიძე სიმბოლოა იმისა, რისიც სისტემას ეშინია! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა მ განაცხადა.
მანჯგალაძის თმით, 21 წლის ახალგაზრდის დაპატიმრება არის რეჟიმის აღიარება, რომ მას მართვა აღარ შეუძლია.
“როცა 21 წლის ახალგაზრდას აზრის გამო აკავებენ, ეს უკვე ერთი ადამიანის საქმე არ არის – ეს არის რეჟიმის ოფიციალური აღიარება, რომ მართვა აღარ შეუძლია.
ჩვენ ვიბრძვით საქართველოსთვის! ვიბრძვით მომავლისთვის, რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ – თავისუფალი, განათლებული, ძლიერი და განვითარებული.
თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს და გამარჯვება საქართველოს!”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.