ზურაბიშვილი პრაღაში ჩეხეთის პრეზიდენტსა და საფრანგეთის ევროპის მინისტრს შეხვდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმს ესწრება.
ფორუმის ფარგლებში ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, ბენჯამინ ჰადადს შეხვდა.
ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, მან ჩეხეთის პრეზიდენტთან და საფრანგეთის ევროპის მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებზე: პოლიტიკური ფიგურების ციხეში ჩასმაზე, დიდი ოდენობით ჯარიმებზე, მასობრივ დაჯარიმებაზე საზოგადოების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ საგარეო კურსსა და პოლიტიკას.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება