კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე – როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარი ვერ იქნება – ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს

ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევას ვხედავთ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება – ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, მ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ს საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, როდესაც პოლიტიკოსი არღვევს კანონს, „პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარი ვერ იქნება“.
„პირველი შემთხვევა არ არის, რასაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან კანონის დარღვევას ვხედავთ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება, თუმცა როდესაც შენ არღვევ კანონს, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსის სტატუსი ამ ყველაფრის ფარად ვერ იქნება. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა. მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ვიღაცებს სწყინთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, სწორედ, ეს ადამიანები საუბრობენ დღეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეზე და ცდილობენ, ქართველი ხალხი დააშანტაჟონ

ეკა გიგაური – ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოში რუსული კანონებით ცხოვრებას! არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ ადამიანებზე პერსონალურ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილს არ მივაწვდით!

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია – თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ, რომ საკრებულოებში მიიღონ, თან მეორე მხრივ, ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის