თურქეთის მმართველი პარტია – უმკაცრესად ვგმობთ ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებულ უკანონო თავდასხმას

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილე და პრესსპიკერი, ომერ ჩელიკი მკაცრად გმობს ირანზე ს თავდასხმას და აცხადებს, რომ ეს არის უკანონო თავდასხმა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმურობა და გამართლება არ გააჩნია, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
„უმკაცრესად ვგმობთ ამ უკანონო თავდასხმას. ისრაელის თავდასხმას არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე ლეგიტიმურობა ან გამართლება. ეს ბარბაროსული აგრესიაა“, – განაცხადა ჩელიკმა.
მისი თქმით, მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს პრეზიდენტ ს გაფრთხილებებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს მთავრობის ქმედებების შედეგების შესახებ.
„მთელმა მსოფლიომ ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენი პრეზიდენტის გაფრთხილებებს ნეთანიაჰუს მთავრობის გენოციდური ქმედებების შედეგების შესახებ“, – აღნიშნა თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, ისრაელის მიერ თავდასხმის იმ დროს განხორციელებამ, როდესაც -სა და ირანს შორის ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ისრაელი მტრულად არის განწყობილი ყველა დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ.
ომერ ჩელიკის თქმით, ისრაელის აგრესია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს და საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს.
„ისრაელის აგრესია მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს. მთელმა მსოფლიომ მის წინააღმდეგ საერთო კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს“, – განაცხადა თურქეთის მმართველი პარტიის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მგონია, რომ ზვიადი, ილია, კოსტავა ყველა ციხეში ზის დღეს ამ ბიჭების [სინდისის პატიმრების] სახით იმდენად გონიერები, გმირები არიან… გაუძელით, ჩვენ გავიმარჯვებთ… მზია ამაღლობელი კი, არის ამ მთავრობის შავი ლაქა

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს