იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე

იუსტიციის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრების გაშიშვლების პრაქტიკის აღმოფხვრის თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც სადავოდ იყო გამხდარი №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პატიმრის სხეულის მთლიან გაშიშვლებას მისი სრული შემოწმების დროს. კერძოდ, სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას, ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები.
საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ანგარიშებში, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით, უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული.
კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, 2025 წლის 11 ივნისის წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 ივნისის ბრძანებებით ცვლილებები განხორციელდა № 1851 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ დებულებებში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებული იქნა სახალხო დამცველის აღნიშნული მოთხოვნა, სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სხეული მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკის გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით.
Next: ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს