გაერო-ში ისრაელის ელჩი – დაძაბული დღეები გველის და ამისთვის მზად ვართ, ვამზადებთ ისრაელის მოსახლეობას, რომ მზად იყოს

გაერო-ში ისრაელის ელჩი, დენი დანონი აცხადებს, რომ ისრაელს დაძაბული დღეები ელის მას შემდეგ, რაც ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები განახორციელა.
„ვიცით, რომ წინ დაძაბული დღეები გველის და ამისთვის მზად ვართ. ვამზადებთ ისრაელის მოსახლეობას, რომ მზად იყოს ამისთვის“, – განუცხადა დანონმა Fox News-ს.
მისი თქმით, ისრაელის იერიში არა მხოლოდ პილოტების ან დაზვერვის წარმომადგენლების გმირობის, არამედ ისრაელელი ხალხის გმირობის შედეგია
„მათ ინსტრუქციები უნდა შეასრულონ. საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან. ეს ჩვენთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“, – აღნიშნა დიპლომატმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია