Speedtest-მა ნოემბრის თვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისა და დიდი ქალაქების მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარის გლობალური ინდექსები გამოაქვეყნა. საქართველო მობილური ინტერნეტის რეიტინგში 72-ე ადგილზეა, ფიქსირებული ინტერნეტის – 127-ზე. რაც შეეხება ქალაქებს, თბილისი გლობალურ რეიტინგში 93-ე და 151-ე ადგილებზეა,
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სწრაფი მობილური ინტერნეტის რეიტინგში აზერბაიჯანი 58-ე ადგილზეა, თურქეთი – 71-ზე, სომხეთი 94-ზე, უკრაინა 97-ზე, რუსეთი – 102-ზე.
ფიქსირებული ინტერნეტის რეიტინგში რუსეთი – 55-ზე, უკრაინა 67-ზე, სომხეთი 99-ზე, თურქეთი – 105-ზე, აზერბაიჯანი 116-ე ადგილზეა.
რეიტინგში მობილური ინტერნეტის სიჩქარით პირველ ადგილზე არაბეთის გაერთიანებული საამიროებია 324.92 მეგაპიქსელი სიჩქარით, ფიქსირებული ინტერნეტით – სინგაპური 263,51 მეგაპიქსელით.
ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტის მქონე ქვეყნების სამეულშია სამეულშია კატარი და ქუვეითი. ათეულში მოხვდა სკანდინავიის 2 ქვეყანა, 5 აღმოსავლური ქვეყანა, მე-13 ადგილზეა აშშ.
ბოლო ადგილებზეა: იემენი, ავღანეთი, კუბა, სირია და თურქმენეთი.
ყველაზე სწრაფი მობილური ინტერნეტის მქონე ქვეყნების ოცეული ასე გამოიყურება:
· არაბეთის გაერთიანებული საამიროები
· კატარი
· ქუვეითი
· ჩინეთი
· ნორვეგია
· დანია
· მაკაო
· სამხრეთ კორეა
· ისლანდია
· ნიდერლანდები
· ბაჰრეინი
· საუდის არაბეთი
· აშშ
· ფინეთი
· შვედეთი
· კანადა
· სინგაპური
· ინდოეთი
· ბულგარეთი
· ბრუნეი
რაც შეეხება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ყველაზე სწრაფი ფიქსირებული ინტერნეტია, ასე გამოიყურება:
· სინგაპური
· ჰონგ კონგი
· ჩილე
· ჩინეთი
· მონაკო
· არაბეთის გაერთიანებული საამიროები
· ისლანდია
· აშშ
· ტაილანდი
· დანია
· საფრანგეთი
· რუმინეთი
· ესპანეთი
· შვეიცარია
· იაპონია
· ნიდერლანდები
· კანადა
· ანდორა
· ისრაელი
· ახალი ზელანდია