დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ აჭარის ტელევიზიაში განაცხადა, რომ ტოვებს „ქართულ ოცნებას“ და „ევროპელ სოციალისტებში“ გადადის.
“გადავწყვიტე, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დამეტოვებინა. ვუერთდები პოლიტიკურ ჯგუფს “ევროპელი სოციალისტები”, ამის მიზეზი არის რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება სასამართლოს, კანონის, კანონის აღსრულების მიმართ. იცით, რომ ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არის მთავარი ქვაკუთხედი”. – თქვა ბოჟაძემ.
