ამ დარტყმების შესახებ ცნობები შემაშფოთებელია და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უკან დაიხიონ და სასწრაფოდ შეამცირონ დაძაბულობა, – ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს.
სტარმერის თქმით, ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებს არ ემსახურება.
„ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან დეესკალაციის მიზნით. ახლა თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიისკენ დაბრუნების დროა“, – აცხადებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი.
