უნივერსიტეტთან მიმდინარე აქცია გამთენიისას პოლიციის იძულებით დაიშალა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე საპროტესტო აქცია გამთენიისას მას შემდეგ დაიშალა, რაც ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და მათ დემონსტრანტებს 15 წუთიანი ვადა მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად.
ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მათ გზაზე პოლიციელების კორდონი ჩააყენეს და აქციის მონაწილეები აიძულეს გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყვნენ.
ამ წუთისთვის ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილი არ არის.
პროევროპული დემონსტრაციების 197-ე დღეს, 21 წლის მათე დევიძის მხარდასაჭერად ფილარმონიასთან დაწყებული სპონტანური დემონსტრაცია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაგრძელდა.
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ღამისთევა გადაწყვიტეს და განაცხადეს, რომ „სადაც დაიწყო მოპარული ს შემდეგ პროტესტი, იქ ვათენებთ ღამეს სინდისის პატიმრებისთვის“. დემონსტრანტებმა კარვებიც გაშალეს.
აქცია დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
ფორუმი