მედია – ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის, IRINN-ის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ირანის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, მოჰამედ ბაგერი მეორე მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარსარდალი, გენერალი ჰოსეინ სალამი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია