აიათოლა ალი ხამენეი – ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს

ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებილი თავდასხმები მის „საშინელ ბუნებას“ ავლენს.
„ისრაელმა საკუთარ თავს მწარე ბედი მოუმზადა, რომელსაც აუცილებლად მიიღებს“, – აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.
ამასთან, ირანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აბოლფაზლ შეკარჩიმ შეერთებული შტატები ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ და დარტყმებისთვის „დიდ ფასს“ გადაიხდიან.
„შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას“, – განაცხადა შეკარჩიმ.
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია