ჩვენ არ ვართ ჩართულები ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
„ისრაელმა გვაცნობა, რომ მათი აზრით, ეს ქმედება აუცილებელი იყო თავდაცვისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა და ადმინისტრაციამ გადადგეს ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენი ძალების დასაცავად და მჭიდრო კონტაქტში არიან ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან. მოდით, ნათლად განვაცხადოთ: ირანის სამიზნე აშშ-ის ინტერესები ან პერსონალი არ უნდა იყოს“, – აღნიშნა რუბიომ.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელეს.
