წინასწარი მონაცემებით, ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

წინასწარი მონაცემებით, ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Associated Press-ი ქალაქ აჰმადაბადის პოლიციის კომისარზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როგორც ჩანს, ავიაკატასტროფის შედეგად გადარჩენილები არ არიან“, – განაცხადა აჰმადაბადის პოლიციის კომისარმა, ჯეი ეს მალიკმა.
მისი თქმით, რადგან თვითმფრინავი საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა, „დაღუპულები ადგილობრივებს შორისაც იქნება“.
„დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა მიმდინარეობს“, – აღნიშნა პოლიციის კომისარმა.
ამასთან, პოლიციის ცნობით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 100-ზე მეტი ცხედარი გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი Boeing 787-8 დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. მგზავრებს შორის 169 ინდოეთის მოქალაქე, 53 დიდი ბრიტანეთის, 7 პორტუგალიისა და ერთი კანადის მოქალაქე იყო. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლონდონის გატვიკის აეროპორტში მიფრინავდა, სამოქალაქო ზონაში ჩამოვარდა და მედიცინის სტუდენტების საერთო საცხოვრებელს შეეჯახა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება