კირ სტარმერი – ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ინდოეთში ჩამოვარდნის სცენები დამანგრეველია – ჩვენი ფიქრები მგზავრებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მისი ფიქრები ლონდონის აეროპორტში მიმავალი Air India-ს რეისის მგზავრებსა და ოჯახებთანაა.
„ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ჩამოვარდნის სცენები დამანგრეველია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი ფიქრები მგზავრებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, – განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.