აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი კვირას ომანში გაიმართება

აშშ-ირანის ბირთვული მოლაპარაკებების მეექვსე რაუნდი კვირას ომანის დედაქალაქ მასკატში გაიმართება. შესაბამის ინფორმაციას ომანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც Reuters წერს, აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანს არ მიეცემა ბირთვული იარაღის ქონის უფლება.
ამასთან, ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ირანი ურანის გამდიდრების უფლებას არ დათმობს. მაღალჩინოსნის განცხადებით, თეირანი ს შესაძლო დარტყმის შესახებ რეგიონის „მეგობრულმა“ ქვეყანამ გააფრთხილა.
მისი თქმით, დაძაბულობის გაზრდის მიზანს თეირანზე „ზეწოლის მოხდენა წარმოადგენს, რათა მან ბირთვული უფლებების შესახებ პოზიცია შეცვალოს“.
„ჩვენ არ გვინდა დაძაბულობა და ბირთვული საკითხის მოსაგვარებლად უპირატესობას დიპლომატიას ვანიჭებთ, თუმცა ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, რომ ნებისმიერ სამხედრო დარტყმას უპასუხონ“, – განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა.
ცნობისთვის, გამოცემა CBS News-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ისრაელი ირანში ოპერაციის დასაწყებად მზად არის. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ, ირანთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ერაყში მდებარე საელჩოს ნაწილობრივ ევაკუაცია და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ტერიტორიიდან პერსონალის ნაწილის გაყვანა დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის პერსონალი ახლო აღმოსავლეთიდან იმიტომ გაჰყავთ, რომ „ეს შესაძლოა სახიფათო ადგილი იყოს“. მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლებას არ მისცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე